|
2018-01-08 14:38:28, 863 ნახვა
რეგიონი
თიანეთის საკრებულოში ხმაური იყო
თიანეთის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ერთ-ერთ ოთახში მოსახლეობას ხვდებოდა და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობდა, რა დროსაც იქ საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა. გიორგი წოწკოლაური დაინტერესდა, რა ფორმატში ხვდებოდა მერი მოსახლეობას. ასევე მოსახლეობას ჰკითხა, მასთანაც ხომ არ ჰქონდათ შეკითხვები. უარის მიღების შემდეგ კი საკუთარ სამუშაო ოთახში საკრებულოს სხდომა გახსნა. მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში შევიდა და სხდომაზე დასწრება ითხოვა. მათი თქმით, აინტერესებდათ, რა შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს ბიუჯეტთან დაკავშირებით. გიორგი წოწკოლაურმა კი აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი დღევანდელ სხდომაზე არ განიხილებოდა. აღნიშნულმა დაპირისპირება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი თიანეთის საკრებულომ უკვე ორჯერ დაიწუნა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მესამედაც მოხდება, ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო: „წარმოდგენილია მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რასაც არ ვუჭეთ მხარს. იმ ფონზე, როცა ბიუჯეტის პროექტში ვერ ხერხდება თანხების უქონლობის და ნაკლებობის გამო ელემენტარულად საბავშვო ბაღების კვების თანხების უზრუნველყოფა, მერია ითხოვს საკუთარი ხელფასების ზრდას, რასაც ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს“,-განაცხადა თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაურმა. თამაზ მეჭიაური კი პოლიტიკურ ნიშნებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ საკრებულომ მათივე მომზადებული ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა: „პოლიტიკური ნიშნით იყო ჩაგდებული ბიუჯეტი, რადგან ეს პროექტი, რომელიც წარედგინა საკრებულოს, იყო შედგენილი ჩემი წინამორბედის, ანუ მათივე ხელისუფლების მიერ, მე არც კი მქონია დრო, გავცნობოდი ამ ბიუჯეტს, რადგან 13 რიცხვში შევუდექი მოვალეობის შესრულებას და სულ ერთი დღე იყო იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო ვადა და დროულად გადაგზავნილიყო საკრებულოში ბიუჯეტი.მიუხედავად იმისა, რომ თავისივე შედგენილი იყო, ეს მათ ჩააგდეს“,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა. ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)