13:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 14:29:34, 561 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

აჭარისა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017"- ში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში შედგა.

 ბათუმის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნისა და რეგიონის მომავლის საკუთარ ხედვებსა და მთავრობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

მისი თქმით, ახალ თაობას  უნიკალური შესაძლებლობები აქვს  შეიძინოს კარგი ცოდნა, დაეუფლონ უცხო ენებს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით მიიღონ განათლება და გამოცდილება ევროპის ქვეყნების სასწავლებლებში.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში არის უმნიშვნლოვანესი.

 „ქვეყანას ჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა და მე მიხარია, რომ დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვუმასპინძლე" -  აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა ლიდერებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

(NS) 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics