04:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 16:51:07, 865 ნახვა

რეგიონი
აჭარაში რაგბის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

დღეს, ბათუმის რაგბის სტადიონზე აჭარაში სარაგბო კლუბის დაარსების 27 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ვეტერანმა რაგბისტებმა ამხანაგური თამაში გამართეს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზურაბ პატარაძემ აჭარის რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ზვიად უნგიაძესთან ერთად რეგიონში მოღვაწე ვეტერანი რაგბისტები  დააჯილდოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  მადლობა გადაუხადა ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს რეგიონში რაგბის განვითარებაში მიღებული მონაწილეობისათვის, ასევე „ქართუ ჯგუფს", რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ბათუმის თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსის შექმნასა და ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში.

დღესვე, ბათუმის "რაგბი არენაზე" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ბათუმი", ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" უმასპინძლებს. ზურაბ პატარაძემ მნიშვნელოვანი მატჩის წინ „ბათუმის" რაგბისტები მოინახულა, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics