08:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 16:35:23, 929 ნახვა

რეგიონი
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  200 ეკომიგრანტი ოჯახი  საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკაში კახაძეების ოჯახს ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის დაკანონება პირადად მიულოცა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, კახაძეებს მეწყერმა სახლი ხულოს მუნიციპალიტეტში დაუნგრია, რის შემდეგაც ოჯახი წალკაში გადასახლდა და ყველის წარმოება დაიწყო. დროთა განმავლობაში კახაძეებმა საოჯახო ბიზნესი გააფართოეს და საწარმო მშობლიურ ხულოშიც გახსნეს. დღეს, მათი პროდუქცია  თითქმის ყველა მსხვილ მაღაზიათა ქსელში იყიდება და ამერიკის სამ შტატში გადის ექსპორტზე.

ამ დრომდე, კახაძეების ოჯახს  წალკაში საცხოვრებელი ფართი დაკანონებული არ ჰქონდა. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში,  შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ ოჯახს  და მათ შორის კახაძეებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში  უკვე გადაეცა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics