03:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 14:34:55, 577 ნახვა

რეგიონი
აჭარულ სამზარეულოს „ბელარუს 1“ გადაცემებს მიუძღვნის

ბელარუსში წამყვანი ტელეკომპანია „ბელარუს 1“ აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს 4 გადაცემას მიუძღვნის. პოპულარული კულინარიული გადაცემა „50 რეცეპტი”-ის  სპეციალური გამოშვებების ჩაწერა რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ყველა გადაცემა პოპულარულ აჭარულ კერძებს მიეძღვნება, რომლის დროსაც ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ისაუბრებენ. 

ხვალ, გადაცემის ობიექტივში უკვე ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოექცევა. აჭარის შესახებ მომზადებულ გადაცემებს ბელარუსში 7 მილიონამდე მაყურებელი იანვრის განმავლობაში ნახავს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 23 მედიატურს გაუწია ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედიასაშუალებებში 102 სტატია და რეპორტაჟი გამოქვეყნდა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics