01:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 18:11:34, 1005 ნახვა

რეგიონი
სოფელ ჭუბერში გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის რეაბილიტაციისა და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლის მოთხოვნით ჭუბერი-ხაიშისა და ჭუბერი მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა არავინ დაინტერესებულა. ადგილზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს წევრი ლადო ვიბლიანი იმყოფებოდნენ. ვიბლიანი აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.

მოგვიანებით, საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში  გადაიზარდა.

ლახამულას თემის მოსახლეობა გამგებლისგან კონკრეტულ თარიღს ითხოვდა, თუ როდის მოხდება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

აქციის მონაწილეებმა მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეებს გზის მთავარი მაგისტრალი ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ და მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics