00:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 11:07:53, 963 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში შუახევის მერიაში შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განხორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ.

სხდომა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე უძღვება.

შუახევში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა შუახევში 30-40 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 90-120 სმ-ს აღწევს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირება შესაძლებელია მაღალი გამავლობის, ორხიდიანი ტრანსპორტით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. უმეტესი სოფლებიდან სამგზავრო ტრანსპორტი არ გამოსულა.

მძიმე თოვლმა დააზიანა როგორც 0,35 კვ ისე 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზები და ამჟამად მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. სულ მალე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

ელექტრომიწოდების შეწყვეტის გამო არ მუშაობს ჭვანის, უჩამბის, ხიჭაურის, ბარათაულის, ჭალა-წყაროთის საბავშვო ბაგა-ბაღები. შეწყვეტილია სწავლა ნაღვარევისა და უჩამბის საჯარო სკოლებშიც.

მუშაობს ყველა სახელმწიფო დაწესებულებები. მოსახლეობა უზრუნველყოფილია სათბობით (შეშით), სურსათით, პირუტყვის საკვებით.

მზადყოფნაშია საგზაო ტექნიკა და გამოდარებისთანავე დაიწყება გზების აღდგენის სამუშაოები.

მერიაში საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics