00:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 17:55:30, 741 ნახვა

რეგიონი
მახინჯაურში განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

დაბა მახინჯაურში განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.

დაწესებულება ჰოსპიტალურ ქსელ "მედალფას" ეკუთვნის. ქსელი გურია, აჭარასა და შიდა ქართლში შვიდ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. სამედიცინო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სააფთიაქო ქსელ „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს გაიხსნა თანამედროვე ტიპის სამედიცინო ცენტრი „მედალფა“, ვულოცავ აქ დასაქმებულ მედიკოსებსა და პაციენტებს, რომლებიც მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას. დარწმუნებული ვარ, რომ პირველადი ჯანდაცვის ქსელის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ სტაციონარიზაციის შემცირებას“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მახინჯაურის სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს სრულ ამბულატორიულ მომსახურებას. ცენტრი მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების უმეტესობა. კლინიკის ხელმძღვანელთა განმარტებით განახლებული მედალფა მახინჯაურის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მაღალ კვალიფიციური მედ პერსონალით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics