2017-11-15 18:52:09, 973 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 წლის ბავშვი დაიღუპა
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, იგი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.
ავტორი: ,