19:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 17:30:23, 1498 ნახვა

რეგიონი
კურორტი გომარდული ვიზიტორების მისაღებად ემზადება

ზამთრის სეზონზე კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას შეძლებს, მანამდე კი ადგილზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოებს სააქციო საზოგადოება ,,გომარდული“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რომელმაც დღეს კურორტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ფრიდონ ფუტკარაძემ თავის მხრივ მხარდაჭერა გამოუცხადა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებს.

ამ დროისათვის კოტეჯებში გათბობის სისტემის, სველი წერტილების და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღის ბოლომდე კურორტს წყლის პრობლემა მოუგვარდება, მოწესრიგებულია კურორტამდე მისასვლელი გზა.

სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმი-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 90 კმ-ში, ზღვის დონიდან 1250 მ მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 270-მ ბაგირგზა და 350 -მ სათხილამურო ტრასა აშენდა. გომარდულში 5 კოტეჯი, რესტორანი და ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებია. კურორტი ვიზიტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და გომარდულით, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები არიან დაინტერესებულები. გომარდულის პოპულარულ კურორტად გადაქცევას ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტიც, რომელზეც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კურორტზე ტურისტებს ეძლევათ საშუალება სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის. კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც, სადაც ადგილობრივები სტუმრებს ცნობილი აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics