2017-11-13 15:47:24, 691 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს ხვდება
ამ წუთებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს ხვდება.
მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არსებული ვითარებით დაინტერესდა და ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესების, მათთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობის, მუნიციპალურ მართვაში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებს.
სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეებმა მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
(NS)
ავტორი: ,