06:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 15:46:48, 833 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთი ახალგორში „საბაჟო პუნქტს“ გახსნის

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონში "საბაჟო" პუნქტი გაიხსნება, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე-ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა.

"sputnik-ossetia"-ს ინფორმაციით, ცხოვრებოვმა აღნიშნა, რომ ე.წ. საბაჟო „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე იმუშავებს. მისივე განმარტებით, "საბაჟოს" გახსნის მიზანი საქართველოდან შესული საქონლის მონიტორინგის გაუმჯობესებაა.

"საბაჟო პუნქტის გახსნა შემოტანილი პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის კონტროლისთვის არის საჭირო. ყველა შემოტანილი პროდუქცია წლების განმავლობაში გადასახადებისგან თავისუფალი იყო“, - განაცხადა ცხოვრებოვმა და დასძინა, რომ ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია შესათანხმებლად დე-ფაქტო ხელისუფლებაშია გადაგზავნილი.

ცნობისთვის, ახალგორის მოსახლეობას აქვს უფლება გადაიტანოს საქართველოს ტერიტორიიდან საქონელი და მისი წონა 50 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics