|
2017-10-28 15:14:59, 1295 ნახვა
რეგიონი
შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა. „შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ახმეტიდან დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს“, - აცხადებენ შსს-ში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)