15:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 16:43:09, 1349 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრი იტალიაში „ვიზიტით“ იმყოფება - „იტალია სამხრეთ ოსეთით ინტერესდება“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" იტალიაში იმყოფება, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს მედოევის მეორე "ოფიციალური ვიზიტია" საზღვარგარეთ, ე.წ. თანამდებობის დაკავების შემდეგ.

"ვგეგმავთ ჩვენი კონტაქტბის გეოგრაფიის გაფართოებას. ეს ეხება ევროპულ ქვეყნებს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, ლათინუ ამერიკას და რა თქმა უნდა დსთ-ს წევრ ქვეყნებს, რომლებთანაც გვაქვს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის პირობებში ურთიერთიერთობების გამოცდილება, სადაც ოსური დიასპორა არსებობს", - განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა.

მედოვემა აღნიშნა, რომ პირველი ვიზიტი მან რუსეთში განახორციელა, რაც მისივე შეფასებით "სავსებით გასაგებია".

"რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელტანაც მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს. ახლა მოვიდა იმის ჯერე, რომ იტალიაში ჩავსულიყავი. იტალია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა", - განმარტა ე.წ. მინისტრმა და დასძინა, რომ მას რამდენიმე იტალიელ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან მეგობრული ურთიერთობები აქვს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics