22:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 15:15:58, 611 ნახვა

რეგიონი
ხიჭაურში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი გახსნა.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 15-ზე მეტი ადგილობრივი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ლადა“ასრულებდა, რომლის მშენებლობაზეც 220.000 ლარი დაიხარჯა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით.

დღეის მდგომარეობით შუახევში 7 ბაგა-ბაღია მოქმედი. ოქტომბრის ბოლოს მათ რიცხვს ფურტიოს, ჩა ნჩხალოს და ჭალა-წყაროთის ბაგა-ბაღები შეემატება. დასაქმდება 80-ამდე ადგილობრივი.

ბაგა-ბაღის გახსნის ღონისძიებას ხიჭაურში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics