2017-10-11 10:22:41, 638 ნახვა
რეგიონი
თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე , ყოველდღე, საღამოს 18:30 სთ-დან დილის 12:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება .
დეპარტამენტის ცნობით, დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტორი: ,