15:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 13:37:09, 632 ნახვა

რეგიონი
„National Geographic Traveler“ აჭარის შესახებ სტატიებსა და ვიდეოს მოამზადებს

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. 

რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის გზა და მასზე არსებული ღვინის მარნები, ვენახები და თაღოვანი ხიდები. კურორტი „გოდერძი“ და მწვანე ტბის ტურისტული მარშრუტი ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მთიან აჭარაში მოგზაურობისას პრესტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძებიც დაეგემოვნებინათ და ფოლკლორს გაცნობოდნენ. 

„National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც გადაიღეს და დაესწრნენ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლის ფარგლებშიც ევროპის მოედანზე აჭარული სოფელი იყო წარმოდგენილი. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის პოპულარიზაციისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად, წელს 20-მდე პრესტურს გაუწია ორგანიზება,  რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics