17:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:22:55, 524 ნახვა

რეგიონი
ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2017" გაიხსნა.

გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ წარმოდგენილ პროდუქციას და გაესაუბრნენ გამოფენის მონაწილეებს.

ზურაბ პატარაძის თქმით, მსგავსი დარგობრივი გამოფენები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, ფერმერებს და კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.

აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ.

„Agro Batumi 2017" აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით იმართება.

ბათუმის ყინულის სასახლე საერთაშორისო გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics