|
2017-09-20 12:09:35, 894 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: რუსეთი სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების გარანტია
ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს ის საკითხი, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. კითხვაზე რას ფიქრობს ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არანაკლებ შემაშფოთებელია, რადგან მისი შეფასებით, მსგავს პროცესებს ყოველთვის ქაოსი მოყვება. თუმცა, მანვე დასძინა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკაში ქაოსი არ მოხდება, რადგან "რუსეთი მშვიდობის გარანტია". "ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ქაოსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისევ დაბრუნდეს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, თითქმის არარეალურია, ვინაიდან რუსეთის სახით ჩვენ უსაფრთხოების სერიოზული გარანტი გვყავს, საქართველოში მრავლად არიან ოსები, რომელთა ბედი ასევე მაღელვებს. ისინი ჩვენი ძმები არიან. მე მაღელვებს ისიც, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ უშვებენ ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. ცნობილი ოსი მწერლების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების საფლავები საქართველოს ტერიტორიაზეა და მათ ნათესავებს იქ მისვლა არ შეუძლიათ", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)