07:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 11:04:41, 635 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის გუბერნატორს ქრისტიანა კალოგირუს შეხვდა

ბათუმს ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტი და ჩრდილოეთ ეგეოსის (საბერძნეთი) რეგიონული გუბერნატორი ქრისტიანა კალოგირუ სტუმრობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქრისტიანა კალოგირუსთან, რომელიც აჭარაში შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „ლურჯი ეკონომიკა" ფარგლებში იმყოფება,გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პერიფერიული საზღვაო რეგიონების ასოციაციას (CPMR) შორის სამომავლო თანამშრომლობის არეალისიდენტიფიცირება, CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება (ევროკავშირთან თანამშრომლობის 40-წლიანი გამოცდილება) და ახალი კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა. ასევე,ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმღვანელობით დაფუძვნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა"-ში ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიონობას და განვითარების დონეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ხაზი გაუსვა საკრუიზო და მაის ტურიზმის მნიშვნელობას და განვითარების პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და ტრანზიტული მიმართულებით თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. თავის მხრივ, ქრისტიანა კალოგირუმ აჭარის პირველ პირს მისირეგიონი გააცნო და ღვინის წარმოების და ტურიზმის კუთხით სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა.

ქრისტიანა კალოგირუმ, როგორც BBSC-ს პრეზიდენტმა, აჭარის რეგიონის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვა. როგორც ზურაბ პატარაძემაღნიშნა, აჭარა სიამოვნებით ჩაერთვება ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატში.

მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას BBSC-ის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენელი ნიკოს ლამპროპულოსი და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისუფროსი ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics