06:13 - 12 Apr, 2026
|
2017-09-06 05:52:12, 774 ნახვა
რეგიონი
ხულოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა მოხერხდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი გამთენიიდან მუშაობს. „შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად, ალტერნეტიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ. ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)