06:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 08:23:56, 647 ნახვა

რეგიონი
გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის ეფექტური ლიკვიდირების მიზნით შტაბს ახალი დავალებები მისცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის თითოეულ კერაზე ცეცხლის ქრობის გეგმა განიხილა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხანძრის უმოკლეს დროში ეფექტური ლიკვიდირების მიზნით, ახალი დავალებები მისცა.

ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, რჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში უკვე დაფიქსირდა ხანძრის კერების ლოკალიზება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აგრძელებს. მეხანძრე-მაშველთა წყლით უზრუნველყოფა მთის ფერდობზე დამონტაჟებული ხელოვნური ავზების საშუალებით ხდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში შსს-ს 400-მდე თანამშრომელია ჩართული. ცეცხლის უმოკლეს დროში ეფექტურად ქრობის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, დილიდან ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-ს ვერტმფრენი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics