02:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 06:06:31, 2456 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩაიარეს

საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქართველი სამხედროების აღლუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. გარდა ამისა, უკრაინაში თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველ მოადგილესა და კიევში მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics