04:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 14:58:55, 2445 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ბათუმში, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმში, გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ამასთან, უკიდურესად მძიმეა სამედიცინო ცენტრ "მედინაში" მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ქუთაისში გადაჰყავთ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებასი განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინაროებს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად 4 სახლი  მნიშვნელოვნად დაზიანდა, 2 მათგანს კი, ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics