14:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 10:37:01, 726 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსი გარდაბანში მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს  „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში  სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა. კიკოლაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური შტაბების მუშაობასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან  დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს  რწყვის პროცესთან  დაკავშირებული   ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება.   

 ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255  ჰექტრამდეა გაზრდილი. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics