02:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-06 10:13:27, 777 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე სამთო იალაღების ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო იალაღებს ეწვია და მთების ელექტროფიკაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე იმყოფებოდნენ.  

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე თავდაპირველა მთა მაჭარელათს ესტუმრა,  სადაც ელექტრო გადამცემი ხაზები უკვე დამონტაჟებულია.

ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად შეხვდა მემთეურებს და პირადად მიულოცა შუამთობის დღესასწაული.

 როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, იალაღების ელექტროფიკაცია უპრეცედენტოა, რადგან არც ერთ პერიოდში  მსგავსი პროექტი სამთო იალაღებისთვის არ განხორციელებულა.

 მათი თქმით, ასევე პირველად მასპინძლობენ იალაღებზე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესაც.

ზურაბ პატარაძე დღესვე ესტუმრა  აგარის მთას, სადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი. მემთეურებმა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის „შუამთობის" აღსანიშნად მცირე კულტურული პროგრამაც წარმოადგინეს.

ისინი უკვე ხვალ, ბეშუმში „შუამთობის" ოფიციალურ ნაწილს დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში ყველაზე მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში იალაღების ელექტროფიკაცია უკვე 10-მდე მთაზე განხორციელდა, რომლებითაც 16-ზე მეტი სოფელი სარგებლობს.

პროექტში ამ ეტაპზე 541 ათას ლარამდე დაიხარჯა.

 მუშაობა  დაწყებულია კურორტ ბეშუმის და მიმდებარე იალაღების (13სოფლის) ელექტროფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც გამოყოფილია  248 900 ლარი.

ელეტროგადამცემი ხაზების მოწყობა ხულოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics