02:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 18:27:48, 837 ნახვა

რეგიონი
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ფილმს იღებენ

პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაეცნენ. 

მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი ტურის მანძილზე ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის კულტურულ-ისტორიულ ადგილებსა და პროდუქტებს გადაიღებენ.

ისინი ასევებათუმის ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს, გონიოს ციხესა და მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც ფილმის ფინალს გადაიღებენ.

მედიატურის შემადგენლობაში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან.

 ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმყოფებიან.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics