14:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 18:15:16, 780 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჰიპერმარკეტ "კარფურის" ტექნიკურ გახსნას დაესწრო

ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის" ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო.

„კარფურ ჯორჯიამ" ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა.

 საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან" ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის" და „დანკინ დონატსი" გაიხსნა.

უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც ტურისტულ ქალაქში ახალი სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება.

„ვისოლ ჯგუფის" მიერ ბათუმში ახალგახსნილი რესტორნები ქართულ ბაზარზე „ვენდის" მე-10, ხოლო „დანკინ დონატსის" მე-19 ობიექტია.

 ამ ეტაპზე ცენტრში 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის მაღაზიების გახსნის შემდეგ გაიზრდება.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics