|
2017-07-24 17:05:02, 764 ნახვა
რეგიონი
სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლებში 58 ოჯახს ბინები გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ახალაშენებულ სოციალურ სახლებში ბინები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 58 ოჯახს გადასცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურების დაწყებისთანავე ბინები კენჭისყრის წესით განაწილდა. მათივე ინფორმაციით, 89 განაცხადიდან 58 ოჯახი დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე 13 ბინაა დარჩენილი, რომლისთვისაც განცხადებების მიღების ბოლო ვადა 17 ივლისს იყო. ცნობისთვის, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. სწორედ აღნიშნულმა კომისიამ გასცა 58 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია. მათთვის ვაშლოვანში 6 მრავალბინიანი კორპუსი აშენდა. 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 338 ოჯახს გადაეცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)