16:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:12:43, 729 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს  საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან,  ფინანსთა მინისტრ  დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის, სენაკი-ფოთი-სარფის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტია. აქედან 33 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია.

სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. დასრულდა ქვის ცვენისგან დაცვის სამუშაოებიც.

 კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა და ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია.

 უკვე დასრულდა ორი 110 მეტრიანი სიგრძის საფეხურიანი კედელი. ხელოვნური პლაჟის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (კვარიათი-სარფი) მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას.

სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ზურაბ პატარაძე დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვია და საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო.

(NS)

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics