14:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 10:37:07, 660 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მაროში შევჩოვიჩთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძემ აჭარის რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების შესახებ, წარუდგინა ასევე შეხვედრაზე მყოფი აჭარის მთავრობის წევრები.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის.

მაროშ შევჩოვიჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს რეგიონში მასპინძლობისათვის.

მისი თქმით, აჭარა  ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით გამოირჩევა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს საქართველოში.

 „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, რომელიც აჭარაში ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით" - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერით სატრანზიტო რეგიონის კიდევ უფრო განვითარების მიზნით ხორციელდება, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმში 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსის შემოყვანას გულისხმობს.

შეხვედრას  ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მაღალი რანგის პირები ესწრებოდნენ.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics