22:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 10:21:31, 661 ნახვა

რეგიონი
სტიქია სამეგრელოში - საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დაიტბორა

გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა პრობლემები ხობში, ზუგდიდი და ფოთი დააზარალა. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც.

„მძიმე ტექნიკის საშუალებით გზების გაწმენდა მალევე მოხერხდა, არსებულ პრობლემურ მონაკვეთებზე მოძრაობა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს.

შსს-ს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.  გზებზე არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული თავად ხელმძღვანელობს. შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებშიც.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტებში, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები შეისწავლიან. ამჟამად სამეგრელოში აღარ წვიმს“, - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics