02:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 17:22:14, 722 ნახვა

რეგიონი
39 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა

თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 39 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო.

დღეს ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა.

უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება.

ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 39 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა.

პარალელურად, სოციალურ სახლში დარჩენილი ბინების მოქალაქეებისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბენეფიციარების განცხადებებს შესაბამისი სამთავრობო კომისია იღებს, რომლის განხილვის შემდეგ მოქალაქეებს ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა.

მშენებლობის პროცესში კომპანიის განცხადებით ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. სოციალური სახლის „მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 280 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics