19:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 18:07:45, 655 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას კომისიის თამჯდომარე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც.

კომისიის წევრები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს, კერძოდ:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახის თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენა. აღდგენითი სამუშაოებისათვის გამგეობას შესყიდული აქვს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 88 977-ლარზე.

ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარება, 75 528 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ საკითხებს ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები წარადგენენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics