16:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 12:55:04, 833 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის 50 ლარამდე ჯარიმა ამოქმედდა

ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის ჯარიმები შემოდის.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში-გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ასევე, ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 საათიდან 09:00 საათამდე.

ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს  ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგანაც არსებული წესებით ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია.

არსებულ შეზღუდვებს  ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს.

 ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული.

ასევე, მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზე.

ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება.

2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება,  2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზ.პირი-300,ხოლო იურ.პირი 500 ლარით. 1მ3-ზე მეტი მოცულობის  მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და მისი ფეკალური მასის ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.

ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება.

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics