|
2017-06-19 12:40:05, 668 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „გამყოფ ხაზზე“ კონტროლი გაამკაცრა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "კა-გე-ბე" დე-ფაქტო გამყოფ ხაზსა და მის მიმდებარე სოფლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში პროფილაქტიკურ სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში კონტროლი გამკაცრდა. როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, აღნიშნული ე.წ. რეჟიმი 1-ელ ივნისს დაწესდა და 8 ივლისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობა ვალდებულია, მუდმივად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოს. დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, რეჟიმი გამშვებ პუნქტებზეც გამკაცრდება, სადაც მოსახლეობის, ტვირთების და სხვადასხვა სახის პროდუქციის გატარებაზე, ასევე ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დროებით მყოფი ადამიანების შესვლასა და სატრანსპორტო საშუალებებზე - დამატებითი კონტროლი ხორციელდება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "კა-გე-ბე" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გახშირდება შემოვლები, რის გამოც, მიმართავს ადგილობრივებს, სახლიდან გასვლისას, მუდმივად თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)