|
2017-06-08 19:38:20, 2163 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე: კერძო მესაკუთრეებს ვეუბნებით უარს, რომ საკუთარი მიწის ძვირად გაყიდვა შეძლონ
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით, „უფრო პოპულისტური თემაა, ვიდრე ეკონომიკური მიზნებით ნაკარნახევი". როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნის მდგომარეობაზე დადებითად არ აისახება. "ის რომ დღეს ქართული თხილი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია და ის რომ გაცილებით მეტ თხილს ვყიდით ჩვენ ვიდრე ყურძენს და ღვინოს, არის უცხოური კომპანიის დამსახურება, რომელმაც შეიძინა მიწები სამეგრელოში და იქ თხილი გააშენა. ასეთი მაგალითი არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვეუბნებით უცხოელ ინვესტორებს, რომ მომავალში - თქვენ ვერ შეიძენთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, რომელთა დანიშნულებაც ძირითადად შესაბამისი პროდუქციის გაშენება იყო, თუნდაც უცხოელი ინვესტორების მიერ. ამასთან, თბილისსა და სხვა ქალაქებში უცხოელი ინვესტორები ნებისმიერი ფართობის მიწას შეიძენენ. ვინაიდან, საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ეს ეხება ძირითად რეგიონებს, სადაც ისედაც დაბალია მიწის ფასი. გამოდის, რომ ინვესტორებს არ ვაძლევთ საშუალებას მიწა შეიძინონ და ბიზნესი აწარმოონ, ეს თავის მხრივ მიწებზე ფასის კლებას გამოიწვევს. შესაბამისად, ჩვენ კერძო მესაკუთრეებს ვეუბნებით უარს, რომ მათ შეძლონ საკუთარი მიწა ძვირად გაყიდონ", - აღნიშნა კეპულაძემ. ექსპერტის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, მიწებზე ფასების გაზრდას გამოიწვევს. "მიწა, რომელიც შეიძლება შეიძინოს უცხოელმა ინვესტორმა და იქ გააშენოს წარმოება, თავისთავად ასეთი ტიპის მიწაზე იზრდება დამატებითი ღირებულება, ეს კი ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას. ანუ ბევრი უცხოელი ინვესტორი, რომ ყიდულობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მათ ექნებოდა ძალიან დიდი ფასი, მაგრამ ფასი დაბალია და მომავალში ეს ფასი კიდევ უფრო შემცირდება. ზოგადად მგონია, რომ ეს უფრო პოპულისტური თემაა ვიდრე ეკონომიკური მიზნებით ნაკარნახევი. გვახსოვს მოქმედი მთავრობის მინისტრების კომენტარები, თუ როგორ ამბობდნენ ისინი, რომ ეს იყო გარკვეულწილად საფრთხის შემცველი ინვესტორებისთვის", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ ქართული მიწები საქართველოს სახელმწიფოს დარჩეს.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)