12:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 12:56:37, 342 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა კამპანია „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ წამოიწყო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი კამპანია სახელწოდებით - „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ წამოიწყო.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კამპანიის ფარგლებში, ადამიანმა, რომელიც გამოწვევას მიიღებს, უნდა დაასახელოს სამი ძირითადი გზავნილი, თუ როგორ წარმოუდგენიათ C ჰეპატიტის დამარცხება.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულ კამპანიაში მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური გმაოიწვია.

სერგეენკომ პრესკონფერენციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს კამპანიაზე მუშაობა დაავალა.

„პროექტის განხორციელება სულ მალე დაიწყება და მიზანი იქნება ხარისხიანი და მიწვდომადი იყოს C ჰეპატიტიტს მკურნალობა და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ახალი დაავადების შემთხვევები. არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო „უპრეცედენტო“, მაგრამ გეტყვით, რომ მსოფლიოში მსგავსი პროექტი არავის განუხორციელებია. ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის ამ წლის შესასრულებელი ერთ-ერთი ძირითადი გეგმა იქნება, რომ C ჰეპატიტის შემთხვევები მინიმუმამდე დავიდეს“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებების, ტატუს და კოსმეტიკური სალონების კონტროლი განხორციელდება, რაც გულისხმობს, რომ შემოწმება მოხდება ყველა იმ ადგილის, სადაც ჰიგიენური ნორმები უნდა იყოს დაცული და საიდანაც, ძირითადად, C ჰეპატიტი ვრცელდება.

„მთავრობის ვალდებულება გახდება, რომ დაიწყოს აქტიური მუშაობა ყველა სამედიცინო დაწესებულების, ტატუს და კოსმეტიკური სალონების კონტროლზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დაავადების გავრცელების შემთხვევები. თუ არ იქნება პრევენცია, არ იქნება პროექტიც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics