09:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 14:51:51, 2243 ნახვა

სამართალი კომენტარი
აბაშიშვილი: საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება გაითვალისწინეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის და საქმიანობის სულისკვეთება რეალურად ანგარიშსწორება იყო ერთ, კონკრეტულ პოლიტიკოსზე-პრეზიდენტ მარგველაშვილზე.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს", ეს არასწორი სიტყვაა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია, ქართველი ხალხის ნება-სურვილია აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება, კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics