2017-05-30 11:22:58, 2262 ნახვა
სამართალი კომენტარი
ჯარჯი წიკლაური: დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
როგორც მან საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, დაკითხავენ ნებისმიერს პირს, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
„გამოძიება გრძელდება და ის ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების თვალსაზრისით“,-აღნიშნა წიკლაურმა და დასძინა, რომ მოხარულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლო სხდომებზე დააბრუნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან