11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 16:31:27, 2284 ნახვა

სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა.

ამასთან, მან მამალაძის პირველადი დაკითხვის პერიოდში სახელისუფლებო ზეწოლაზეც ისაუბრა:

„პირველად, წინა დღეს, მამა გიორგისთან შევიდა  მიტროპოლიტი ანდრია, შემდეგ მე შევედი და მომიყვა, თუ რამდენად დარღვეული იყო მისი უფლებები, თუ რამდენად ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და აშანტაჟებდნენ დაკავების პირველი დღიდან და როგორ გაიტაცეს აეროპორტიდან და რა საშინელ ბრალდებას უყენებდნენ. პირველად ადვოკატი ვინც ესწრებოდა მის დაკითხვას,  იყო უმრავლესობის წარმომადგენლის, ცნობილი სახის, ქართველი პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი, რომელმაც შემდეგ აარიდა თავი, რა თქმა უნდა, იყო სახელისუფლებო ზეწოლა. პირველადი დაკითხვის დამსწრე ადვოკატმა აარიდა თავი, რომ მას სახსრები არ გააჩნდა და სურდა, ვიღაც პრინციპული ადამიანი რომ ჰყოლოდა. ჰყავდა  გიორგი ფანცულაია. პრინციპული, უანგარო ადამიანი სჭირდებოდა,  ასეთი აზრად მომივიდა მიშა რამიშვილი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. აქ არაფერია დასამალი. მე რჩევა მივეცი, რომ თუ მიშა მას მოეწონებოდა, შევიდოდა და მე ვიქნებოდი პასუხისმგებელი, რომ მიშა ნამდვილად უღალატოდ და უანგაროდ დაუდგებოდა გვერდში. ადამიანი, რომელიც იყო გირგვლიანის ადვოკატი, წინა ხელისუფლების პერიოდში, მან დაამტკიცა თავისი პრინციპულობა, თავისი უშიშრობა და დაამტკიცა თავისი სამართლიანობა“,-განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მეუფე პეტრემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics