2017-05-26 19:34:52, 2714 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების, სალოცავად მიმავალი ქრისტიანების სიცოცხლე შეეწირა. ორმაგად შემაშფოთებელია, რომ დამნაშავეების მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები.
მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ეგვიპტის მთავრობას, ხალხს და ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით თანავუგრძნობ მათ", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან