2017-05-24 13:46:02, 2313 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე კულახმეტოვის დანიშვნაზე: გადაწყვეტილებები, რასაც ვისმენთ, ჩემთვის მიუღებელია
„საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, ამიტომ გადაწყვეტილებები, რასაც ვისმენთ, ჩემთვის მიუღებელია“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე-ფაქტო ელჩის თანამდებობაზე მარატ კულახმეტოვის დანიშვნას.
„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, ამიტომ გადაწყვეტილებები, რასაც ვისმენთ, ჩემთვის მიუღებელია“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან