02:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 15:07:33, 618 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საგზაო დეპარტამენტის მიერ შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საგზაო დეპარტამენტისმიერ შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

გზების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საგზაო დეპარტამენტმა 4 ერთეული თვითმცლელი, 2 ერთეული მტვირთავ-ექსკავატორი, 5 ერთეული პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა.ხარისხის კონტროლის მიზნით შეძენილი იქნა დეფლექტომეტრის დანადგარი (განსაზღვრავს ასფალტის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტს). ასევე 2 ერთეული შმიდტის ჩაქუჩი (განსაზღვრავს ბეტონისმარკიანობას) და 15 ერთეული თერმომეტრი, რაც ასფალტის ტემპერატურის განმსაზღვრელია.

ქალაქ ბათუმისა და ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგზაო ნიშნების დამზადება მიმდინარეობს, რომლებიც ბათუმისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსდება. სულ წელს დაგეგმილია2000-ზე მეტი ახალი საგზაო ნიშნის დამზადება.

ტექნიკური ზედამხედველებისთვის, გზის მომვლელებისთვის და მექანიზატორებისთვის დეპარტამენტმა ახალი სპეცტანსაცმელი შეიძინა, რომელიც მათი პროფესიული საქმიანობისთვისაა განკუთვნილი.

საგზაო დეპარტამენტის მიერ ტექნიკისთვის 1 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო სპეცტანსაცმლისა და საგზაო ნიშნების დამზადებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარია გამოყოფილი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics