18:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:24:07, 1933 ნახვა

კომენტარი
ზალბერი: ევროკავშირი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების ფორმატს არ აღიარებს, ამ პრინციპს მეც ვუჭერ მხარს

ვროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლითაც არჩევნები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა.

მისივე განმარტებით, ის ევროკავშირის აღნიშნულ პრინციპს მზარს უჭერს. 

„ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი და გაღელვებთ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ჩვენთვის ეს უდავოა. მე, როგორც ევროპული კავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ მიდგომას და ამას ყველგან ხაზს ვუსვამ.

რაც შეეხება არჩევნებს სეპატარისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ევროპულმა კავშირმა ნათელი გახადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლითაც ეს არჩევნები ჩატარდა. მეც ასევე, ამ პრინციპს ვუჭერ მხარს. 

ამავდროულად, ევროკავშირი მოწოდებულია, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში თავისი წვლილი შეიტანოს და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ევროკავშირი და პირადად მე, ჩართული ვართ ჟენევის მოლაპარაკებებში. ეს არის ჩემი მანდატის ძირითადი იდეა“, - აღნიშნა ზალბერმა. 

ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics