2017-05-19 16:41:35, 1780 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 მაისს დედოფლისწყაროს რაიონში 150 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.
სისტემის მართვის ცენტრის მიერ ღამის საათებში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა, ღრუბელში სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
00:31 დან 01:09 საათამდე ღრუბლის მასები 15 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა დედოფლისწყაროს რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან