|
2017-05-17 19:42:58, 2153 ნახვა
სამართალი კომენტარი
„ეს არ ყოფილა ინციდენტი, იყო წამიერი შეხვედრა“ - ოთარ ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ძველი თბილისის პირველი განყოფილება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას 13 მაისს მომხდართან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. „ვისაუბრე დეტალებზე. ეს არ ყოფილა ინციდენტი, ეს იყო წამიერი შეხვედრა. დანარჩენზე ისაუბრებს ადვოკატი “, - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)