2017-05-17 12:56:44, 1759 ნახვა
რეგიონი
ევროკავშირის წარმომადგენელმა ანატოლი ბიბილოვს დე-ფაქტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, - ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენელმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.
შეხვედრა ჟენევის მე-40 რაუნდის ჩატარებასთან დაკავშირებით გაიმართა.
ჰილბერტ ზალბერის თქმით, რეგიონში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ჟენევის დისკუსიების სამიზნეა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაერო-ს წარმომადგენელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან