15:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 10:53:45, 2087 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ბაია პატარაია: უსაფრთხოების ზომები ცოტა გადამეტებულია, 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, საზოგადოებამ გაკვეთილი ისწავლა

„ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, ლგბტ თემი არის ის ჯგუფი, რომელსაც მუდმივად ერღვევა შეკრების თავისუფლების უფლება.

როგორც პატარაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, კარგია, რომ დღეს შეძლეს ამ ადამიანებმა აქციის გამართვა, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს არ არის უფლების სრულფასოვანი განხორციელება, რადგან რიგით მოქალაქეებს არ შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღება.

ამასთან, ბაია პატარაია ფიქრობს, რომ უსაფრთხოების ზომები ცოტა გადამეტებულია.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ 2013 წლის შემდეგ გაკვეთილი ისწავლა და დღეს უფრო მშვიდობიანად თანაარსებობენ ჯგუფები ერთმანეთთან.

„ძალიან მკაცრია უსაფრთხოების ზომები, ცოტა გადამეტებულიც. 2013 წლის შემდეგ, ქართველმა საზოგადოებამ ისწავლა გაკვეთილი და უფრო მშვიდობიანად თანაარსებობენ ჯგუფები ერთმანეთთან. ეს პროგრესი უნდა გაიზარდოს, მაგრამ რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. სამწუხაროდ სრულფასოვანი შეკრების უფლება არ გვაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება თავისუფლად, საჯაროდ, ასეთი ტიპის აქციების გამართვა. ის, რომ შსს-ს გვისაზღვრავ სად როდის რანაირად და რამდენმა ადამიანმა ჩავატაროთ აქცია, ბუნებრივია ეს არ არის უფლების სრულფასოვანი განხორციელება“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics