16:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 18:41:44, 2118 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ჩვენს ინტერესშია

„თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, პარლამენტის გადასაწყვეტია, სადაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება.

„ეს, საბოლოო ჯამში, არის პარლამენტის გადასაწყვეტი - იქ მიიღება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - სუბიექტური თვალსაზრისით, ჩვენთვის არის ყველაზე მეტად მომგებიანი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აბსოლუტურად ყველამ იცის, ვინ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - ეს იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და ასეთ შემთხვევაში, დამატებით გავაძლიერებდით ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებს. თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. დანარჩენი უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics